„ეს კიდევ ერთი ფარსია, ისტორია ფარსად მეორდება, ზუსტად ოთხი წლის წინ იგივე ხალხი შეკრებილი იყო ტელეკომპანია „მთავარის“ სტუდიაში და დაფაზე საჯაროდ დადეს პირობა, რომ არ შევიდოდნენ პარლამენტში, არ აღიარებდნენ პარლამენტს და საბოლოოდ ყველა შევიდა, აღიარეს. და ერთ რამესაც შეგახსენებთ, მას შემდეგ რაც ბოიკოტის შემდეგ შემოვიდნენ პარლამენტში, იცით რომ ხელფასები ჰქონდათ დაქვითული გვეხვეწნენ და ახალი წლის წინ შევიკრიბეთ პარლამენტი იმისთვის, რომ მათთვის აღგვედგინა ის დაკარგული ხელფასი, რომელიც აი ასე პატრიოტული გრძნობებით ბოიკოტში, რომ იყვნენ და გაყალბებული არჩევნებს რომ არ აღიარებდნენ მათ ჩამოჭრილი ჰქონდათ. ყველამ მსუყე მსუყე თანხები ჩაირიცხა საკუთარ ანგარიშზე. ზოგი დასასვენებლად წავიდა და ზოგმა შეიძლება საახალწლო სუფრა გაშალა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციის დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, მმართველ გუნდს აღარ აქვს კითხვები ოპოზიციასთან, რადგან ისედაც ყველაფერი გასაგებია. შალვა პაპუაშვილის გაცხადებთ „ქართულ ოცნებას“ კითხვები ოპოზიციის და მდიდარი „ენჯეოების“ პატრონებთან აქვს.
„ასეთ ხალხთან გვაქვს საქმე, რომელსაც სინამდვილეში არანაირი ღირებულება არ გააჩნია. ამიტომ პრობლემა მათში კი არ არის, რომლებიც „კარვები ჩქარაო“ გაჰყვირის და კითხვები ჩვენ მათთან აღარ გვაქვს. ჩვენ კითხვები გვაქვს იმათთან, ვინც ამ ხალხს მართავს გარედან. მნიშვნელოვანია დავინახოთ რა დამოკიდებულებები აქვთ ქვეყნის გარეთ მყოფ ამ ხალხს. სააკაშვილის არის მათი გემოვნების ადამიანი, სხვა დანარჩენი მათ გემოვნებაში არ ჯდება. დაიწუნეს მთლიანად ხალხი, ვინც მივიდა არჩევნებზე და მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“, ლიეტუვის სამთავრობო სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენელმა, ფაქტობრივად გვითხრა, რომ არ ვვარგივართ და რაღაც უნდა მოგვიხერხონ. ამიტომ ჩვენ კითხვები აღარ გვაქვს ოპოზიციასთან და იმ „ენჯეოებთან“, რომლებმაც საბოლოოდ დაისამარეს თავი როგორც თაღლითმა ორგანიზაციებმა. გვაქვს კითხვები მათ პატრონებთან თუ რა გეგმები აქვთ მათ ქართველ ხალხთან დაკავშირებით. საერთოდ აღიქვამენ როგორ ერად, როგორც ხალხად, რომელსაც რაიმე უფლებები გაგვაჩნია თუ ვართ მხოლოდ გეოპოლიტიკური ინტერესების ტერიტორია, რომელსაც ამ თვალით უყურებენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.