This is a specific ad

მოგივიდეს რუსთაველზე 180 000 კაცი და საათ-ნახევარში სახლში გაუშვა, ამას ბრძოლა ჰქვია?! – თაკო ჩარკვიანი ოპოზიციაზე

35

Another advertisement

ოპოზიციის გადაწყვეტილება, რომ გეგმა ორშაბათს წარადგინოს, საკუთარი მხარდამჭერების ბრაზის მიზეზი გახდა. ის, რომ პოლიტიკოსებმა, არჩევნებიდან მეხუთე დღესაც, მხოლოდ აქციის დაანონსება შეძლეს და თქვეს, რომ მოქმედების დღის წესრიგის შესახებ სწორედ ამ აქციაზე ისაუბრებენ, ბევრისთვის გაუგებარი აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრას, რის შემდეგაც ბარიერგადალახულმა სამმა პარტიამ საპროტესტო გამოსვლა დააანონსა, გიორგი გახარია და მისი პარტიის წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ. “სამეულის” ტაქტიკას გახარია სავარაუდოდ არ იზიარებს. როგორც მოგვიანებით, სოციალური ქსელით გაირკვა, ეს ტაქტიკა არასერიოზული გამოდგა იმ ორგანიზაციებისთვისაც, რომლებიც საპროტესტო გამოსვლებში აქტიურად მონაწილეობენ.

ოპოზიციის გადაწყვეტილება ასევე გაუგებარია პარტია “კანონი და სამართალის” თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანისთვისაც.

“ორშაბათი სამუშაო დღეა და შაბათ-კვირა რომ გაქვს, რა ხდება? – მოიცა, სცენის დადგმა თუ შეგეძლო 5 დღის წინ და ფინანსი გქონდა, ხომ შეკრიბე და მოვიდა ხალხი კაცო, დარჩი რა… მოგივიდეს რუსთაველზე 180 000 კაცი და საათ-ნახევარში სახლში გაუშვა, ამას ბრძოლა ჰქვია?! ამას შეცდომა არ ჰქვია?! – ფული გადაწყვეტს ოპოზიციის მუშაობას?! – ის, რომ სცენა ვიღაცამ დადგა, მიკროფონი დადგა და ამიტომ მისი ნებართვით უნდა ხდებოდეს რაღაც შეკრებები, ეს მოუტანს ოპოზიციას კი არაა, ქვეყანას მარცხს, ქვეყნის მარცხი კი “შეეწერება” ცუღლუტ ოპოზიციონერს,” – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
ჯერჯერობით მხოლოდ ის გავიგეთ, რომ “სამართლიანი არჩევნების” პარალელური ხმის დათვლის მონაცემები ერთი-ერთში ემთხვევა ცესკო-ს მონაცემებს, წინა შემთხვევაში გააყალბეს, ახლა საერთოდ არ აქვეყნებენ, მსოფლიოში ერთიც უპრეცედენტო იყო და მეორეც – მამუკა მდინარაძე
Öncəki yazı
ჯანმრთელობისთვის საშიში ბაქტერიები, რომლებიც შესაძლოა ხალიჩაში ბუდობდეს