This is a specific ad

EU-სთან სავაჭრო ბრუნვა $3.6 მილიარდია – რას ვყიდით/ვყიდულობთ?

21

Another advertisement

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის 9 თვეში საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო ბრუნვა წლიურად 8%-ით გაიზარდა და 3.6 მლრდ დოლარი შეადგინა.

იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, ევროკავშირის 27 წევრ სახელმწიფოზე საქართველოს მთლიანი ექსპორტის 8.2% და იმპორტის 26.6% მოდის.

ევროკავშირში ექსპორტი

მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტი წლიურად 31%-ით შემცირდა და 390.3 მლნ დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის ჩამონათვალში EU-ს ვერცერთი წევრი ვერ მოხვდა.

ნახეთ, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში EU-ს ბაზარზე 10 ძირითად საექსპორტო პროდუქტს:

თხილი და სხვა კაკალი – $32.9 მლნ;

სპილენძის მადნები და კონცენტრატები – $31.1 მლნ;

ნავთობი და ნავთობპროდუქტები – $30.4 მლნ;

სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი – $25.3 მლნ;

ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები – $25.1 მლნ;

ფეროშენადნობები – $24.1 მლნ;

ყურძნის ნატურალური ღვინოები – $23.8 მლნ;

ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები – $15.6 მლნ;

ფანერა დაწებებული, პანელები ხის დაფანერებული და ანალოგიური მასალები შერეული მერქნისაგან – $14.6 მლნ;

ელექტრული წყალგამახურებლები – $11.9 მლნ.

ევროკავშირიდან იმპორტი

9 თვეში EU-დან იმპორტმა 3.2 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც წლიურ ჭრილში 16%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, ათ უმსხვილეს საიმპორტო პარტნიორ ქვეყანას შორისაა გერმანია, იტალია და საფრანგეთი.

მიმდინარე წლის 9 თვეში EU-დან იმპორტირებული 10 ძირითად საიმპორტო პროდუქტი შემდეგია:

მსუბუქი ავტომობილები – $534. 1 მლნ;

ნავთობი და ნავთობპროდუქტები – $308.9 მლნ;

დაფასოებული სამკურნალო საშუალებები – $220.6 მლნ;

სატვირთო ავტომობილები – $78 მლნ;

სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი ტელეფონების ჩათვლით – $61.8 მლნ;

ტრაქტორები და უნაგირა საწევარები – $47.3 მლნ;

გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები – $43.6 მლნ;

სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისგან – $43.3 მლნ;

კოსმეტიკური საშუალებები ან მაკიაჟისა და კანის მოვლის საშუალებები – $38 მლნ;

10 ან მეტი ადამიანის გადასაყვანად განკუთვნილი ავტომობილები – $37.8 მლნ.

საქართველოდან EU-ში ექსპორტი შემცირდა, დსთ-ში კი ისტორიულ მაქსიმუმზეა.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
თავისუფალი სტილით მოჭიდავე ავთანდილ კენჭაძე მსოფლიო ჩემპიონია
Öncəki yazı
150-ზე მეტი დაღუპული, დაზიანებული ინფრასტრუქტურა და განადგურებული ფორთოხლის ფერმები – ესპანეთი სტიქიის შედეგებს ებრძვის