Another advertisement
2024 წლის III კვარტალში საქართველოს არარეზიდენტი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 5.7 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 18.1%-ით მეტია. აღნიშნულ მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს.
ამავე ცნობით, ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2023 წლის III კვარტალთან შედარებით 15.2%-ით გაიზარდა და 2 426.6 ლარი შეადგინა.
ხარჯების განაწილება კატეგორიების მიხედვით ასეთია:
- განთავსება – 38.8%, საშუალო ხარჯი ვიზიტზე – 929.2 ლარი
- საკვები და სასმელი – 24.7%, საშუალო ხარჯი ვიზიტზე – 598.6 ლარი
- საყიდლები – 21.7%, საშუალო ხარჯი ვიზიტზე – 527.8 ლარი
- ადგილობრივი ტრანსპორტი – 7.5%, საშუალო ხარჯი ვიზიტზე – 182.3 ლარი
- გასართობი, გამაჯანსაღებელი, კულტურული და სპორტული ღონისძიებები – 6.6%, საშუალო ხარჯი ვიზიტზე – 161.3 ლარი
- სხვა ხარჯი – 1.1%, საშუალო ხარჯი ვიზიტზე – 27.5%