მმართველ პარტიას ვადანაშაულებ რუსული მეთოდების, რუსული ფორმების გამოყენებაში, ამ მართლაცდა სპეცოპერაციის რუსული სტილით დაგეგმვაში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ეს იყო არჩევნების კარგად ორგანიზებული, დახვეწილი სტილის გაყალბება.
“ეს მოიცავდა დარღვევებს, მათ შორის დაშინებას, ზეწოლას ადამიანებზე, რომლებიც საჯარო სამსახურზე არიან დამოკიდებული, ან სოციალურად დაუცველები არიან. ადამიანები, რომლებიც წარსულშიც, სხვადასხვა დროს გამოუყენებიათ, მაგრამ ამჯერად ეს მოხდა ტექნოლოგიასთან შერწყმით“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
“სომხური კარუსელი“ – ჩვენ აქ ამას „სომხური კარუსელს“ ვეძახით, არ ვიცი, ისინი „ქართულ კარუსელს“ ეძახიან თუ არა – რაც ნიშნავს, რომ არჩევნებამდე გარკვეული დროის წინ, მათ დაიწყეს პირადობის მოწმობების ჩამორთმევა სოციალურად დაუცველი პირებისთვის, პატიმრების ოჯახებისთვის სხვადასხვა პრეტექსტით, ვერავინ იგებდა, რატომ აკეთებდნენ ამას. სინამდვილეში, ისინი გამოიყენებოდა ერთი და იმავე პირის მიერ ხმის მისაცემად. ერთი პირადობის მოწმობით და სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობით, ეს დაახლოებით, 17-ჯერ იყო შესაძლებელი. მათ დიდი რაოდენობით პირადობის მოწმობები ან ნომრები ჰქონდათ“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.