This is a specific ad

„ჩატარდეს ხელახალი არჩევნები” – ოპოზიციამ 4 პუნქტიანი სამოქმედო გეგმა წარმოადგინა

38

Another advertisement

პროდასავლური ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, უარს ამბობს მანდატებზე და საქართველოში ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ, რომლის გამართვაზეც პასუხისმგებელი საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია იქნება – გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ, რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გააცნო.

„პირველი, როგორც თქვენ, ასევე ჩვენ, ამ არჩევნებს ვცნობთ არალეგიტიმურად.

მეორე, არ ვაპირებთ ამ პარლამენტში შესვლას და არათუ შესვლას, ჩვენ ჩავხსნის სიებს.

მესამე, ჩვენ ვაპირებთ ვიბრძოლოთ გამარჯვებამდე და გავიმარჯვებთ ერთად.

მეოთხე, ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული მოთხოვნა, ჩატარდეს არჩევნები ახლიდან, ოღონდ არჩევნები ჩაატაროს საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაციამ.

არ ვაპირებთ არანაირ მოლაპარაკებებში შესვლას, არ ვაპირებთ არანაირი დიალოგების წარმოებას. ერთადერთი მოლაპარაკება და შეთანხმება უნდა იყოს ახლიდან ჩატარებულ არჩევნებზე, რომელსაც ჩაატარებს საერთაშორისო ადმინისტრაცია“, – აცხადებს „ერთობა – ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე.

ფოტო ინტერპრესნიუსი

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
ამ რთულ დროს ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით – ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის მინისტრები განცხადებას ავრცელებენ
Öncəki yazı
შვედეთი საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობას წყვეტს