გუშინ, 2024 წლის 26 ოქტომბერს, ჩვენს ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) მიერ გამოქვეყნებული არჩევნების შედეგები ასე გამოიყურება:
ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო – 54,086%
კოალიცია ცვლილებებისთვის – 10, 923%
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 10, 122%.
ძლიერი საქართველო – ლელო- 8,781%
გახარია საქართველოსთვის – 7,761%
ამ შედეგების მიხედვით, პარტია „ქართული ოცნება“ გაიმარჯვა.
როგორც საქართველოს აზერბაიჯანელთა კონგრესი, ვულოცავთ, ვუსურვებთ ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკური განვითარების უწყვეტობას, მშვიდობისა და სიმშვიდის უზრუნველყოფას, ჩვენი ეროვნული კულტურისა და ოჯახის მთლიანობის დაცვას.
ჩვენ გვჯერა, რომ საქართველო დაიცავს თავის სახელმწიფოებრიობას და ღირსებას, დაამყარებს თანაბარ ურთიერთობებს მსოფლიოს ყველა ქვეყანასთან და ინტეგრირდება ყველა საერთაშორისო ინსტიტუტში, რომელიც შეესაბამება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს.
ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა უზრუნველყოფილი იქნება მშვიდობისა და მოლაპარაკებების გზით.
განსაკუთრებით გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ საქართველოში ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფა ნიშნავს სტაბილურობას და ეკონომიკურ განვითარებას მთელ სამხრეთ კავკასიაში.
ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი საქართველო გააგრძელებს თავის საპატიო მისიას, როგორც მშვიდობის არბიტრი კავკასიაში.
საპარლამენტო არჩევნების შედეგებით, პარლამენტში ჩვენი წარმომადგენლობის მანდატი ჩვენმა აზერბაიჯანელებმა ზაურ დარგალიმ, სავალან მირზოევმა და ოქტაი კაზუმოვმა მოიპოვეს. ვუსურვებთ მათ ყოველივე საუკეთესოს. ჩვენ გვჯერა, რომ ისინი ყოველთვის შეძლებენ ჩვენი საქართველოს და მათი ამომრჩევლის ინტერესების ყველაფერზე მაღლა დაყენებას.
ჩვენ დიდ იმედებს ვამყარებთ ჩვენს სამშობლო საქართველოსა და ჩვენს ეროვნულ სახელმწიფოებს აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის მზარდი დინამიკური ურთიერთობების განვითარებას ყველა სფეროში.
მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ შესაძლო პროვოკაციებისგან და დაპირისპირებისგან.
ჩვენ ღრმა მადლიერებას გამოვხატავთ იმ ქვეყნებსა და საერთაშორისო ინსტიტუტებს, რომლებიც პატივს სცემენ საქართველოს მოქალაქეების სამართლიან არჩევნებს!