ჩვეულებრივად შედგება პარლამენტის პირველი სხდომა, დაიწყებს პარლამენტი მუშაობას, დამტკიცდება მთავრობა და ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება პროცესები ჩვენს ქვეყანაში, – განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
„უკვე მესამე საპარლამენტო არჩევნები ტარდება ჩვენი ხელისუფლების პირობებში და პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ცესკოს შენობასთან მივარდნაც კი ვერ გაბედეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა. ამას აქვს მარტივი მიზეზი, იმდენად შთამბეჭდავი და აშკარაა გამარჯვება და იმდენად უსუსურია ყოველგვარი მცდელობა, ისაუბრონ არჩევნების მანიპულაციაზე ელექტრონული არჩევნების პირობებში, რომ ყველა მათი მცდელობა განწირულია წარუმატებლობისთვის. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ოპოზიციას არაფრის რესურსი არ აქვს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.