Another advertisement
საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები, რომელზეც მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა, აზერბაიჯანთან ძლიერი პარტნიორობის საწინდარი იქნება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
„საქართველოს მშვიდობიანი განვითარება, მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია აზერბაიჯანისთვის. მე ვფიქრობ, რომ ძლიერი საქართველო მნიშვნელოვანია აზერბაიჯანისთვის, როგორც ასევე ძლიერი აზერბაიჯანი მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ამ არჩევნების შედეგები ჩვენს ქვეყნებს შორის ძლიერი პარტნიორობის საწინდარი იქნება“, – თქვა კობახიძემ ბრიფინგზე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.