This is a specific ad

ნათია იოსელიანი ხმის მიცემის ახალ წესზე: ბიულეტენზე ნაცვლად სასურველი სუბიექტის წინ არსებული რიგითი ნომრის შემოხაზვისა ახლა ამომრჩევლებმა უნდა გააფერადონ სუბიექტის წინ არსებული წრე

37

Another advertisement

ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა გადაცემაში „იმედის დილა“ ხმის მიცემის პროცედურაზე ისაუბრა და 26 ოქტომბერს ახალი სახის ბიულეტენებზე არჩევანის დაფიქსირების წესზე გაამახვილა ყურადღება.

„ხმის მიცემის წესია შეცვლილი და ნაცვლად სასურველი სუბიექტის წინ არსებული რიგითი ნომრის შემოხაზვისა ახლა ამომრჩევლებმა უნდა გააფერადონ სუბიექტის წინ არსებული წრე. რეგისტრატორი ამ წესს აუხსნის ამომრჩეველს, გააფერადებინებს საცდელ წრეს რეგისტრატორის მაგიდასთან, აუხსნის ჩარჩო-კონვერტის გამოყენების წესსაც და ამის შემდეგ გადაამისამართებს ფარული კენჭისყრის კაბინაში“, – განმარტა ცესკოს პრესსპიკერმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ თუ საარჩევნო უბნის დახურვის შემდეგ ამომრჩეველი რიგში იქნება, მას ხმის მიცემის შესაძლებლობა აუცილებლად მიეცემა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საღამოს 8 საათზე უბანი დაიხურება, თუმცა, თუ რიგში დგას ამომრჩეველი, ექნება იმის შესაძლებლობა, რომ მიიღოს მონაწილეობა კენჭისყრაში”, – აღნიშნა ნათია იოსელიანმა.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
გაერო: დამატებით ძალისხმევის გარეშე პლანეტაზე საშუალო ტემპერატურა 3,1 გრადუსით გაიზრდება
Öncəki yazı
რა პროცედურას გაივლის ამომორჩეველი საარჩევნო უბანზე ხმის მიცემისას – ცესკოს პრესსპიკერმა ამომრჩევლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა