„ბრიქსში“ თურქეთის გაწევრიანება ინდოეთმა დაბლოკა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა „ბილდი“ ავრცელებს.
აშშ-ის ანალიტიკური ცენტრის, „კარნეგის ფონდი საერთაშორისო მშვიდობისთვის“ თურქეთის საგარეო პოლიტიკის ექსპერტი, სინან ულგენი აცხადებს, რომ ხმის მიცემაც კი არ ყოფილა. ანალიტიკოსის თქმით, ინდოეთის მხრიდან თურქეთის დაბლოკვის მიზეზი ქვეყნის პაკისტანთან კარგი ურთიერთობებია.
„ბილდის“ცნობით, „ბრიქსის“ წევრობა ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ერთსულოვნებას მოითხოვს. სინან ულგენის თქმით, უახლოეს მომავალში აღარ იქნება შემდგომი გაფართოება, რადგან არის რამდენიმე ქვეყანა, რომელიც ეწინააღმდეგება გაფართოების კიდევ ერთ ტალღას
ულგენი ამტკიცებს, რომ თურქეთის პრეზიდენტს „ბრიქსში“ გაწევრიანება რამდენიმე მიზეზის გამო სურს. პირველი არის „სტრატეგიული ავტონომიის“ გაძლიერება ამ პლატფორმის დახმარებით, ასევე იმედგაცრუება ევროკავშირის წევრობის პერსპექტივით. სინან ულგენის განცხადებით, პოლიტიკური პრესტიჟი ერდოღანის კიდევ ერთი მოტივია, რადგან თურქეთის პრეზიდენტს სურს აჩვენოს, რომ შეუძლია, ერთდროულად იჯდეს ნატოსა და „ბრიქსის“ მაგიდასთან.