This is a specific ad

ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზეც ისაუბრა, ჩვენი დაპირებაა, რომ 130 მლრდ ლარამდე გაიზარდება ქვეყნის ეკონომიკა 4 წელიწადში და ქვეყნის ბიუჯეტი 40 მილიარდ ლარს გადასცდება – ირაკლი კობახიძე

16

Another advertisement

ჩვენი დაპირებაა, რომ 90-დან დამატებით 130 მლრდ ლარამდე გაიზარდება ქვეყნის ეკონომიკა 4 წელიწადში, ქვეყნის ბიუჯეტი 28 მლრდ-დან გაიზრდება და გადაცდება 40 მილიარდს, ეს არის ჩვენი დაპირებები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, 2012 წელს ამ კუთხით უმძიმესი ვითარება იყო, ეკონომიკა იყო მხოლოდ 28 მლრდ ლარი, ქვეყნის ბიუჯეტი კი მხოლოდ 8,5 მილიარდი ლარი.

„ფსვედოლიბერალური პროპაგანდა არის გლობალური მასშტაბის უმძიმესი პრობლემა და ამ პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა. რაც შეეხება ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებს, ამაზეც ისაუბრა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა. იცით, რა მდგომარეობა დაგვხვდა 2012 წელს – უმძიმესი ვითარება, ეკონომიკა იყო მხოლოდ 28 მლრდ ლარი, ქვეყნის ბიუჯეტი იყო მხოლოდ 8,5 მილიარდი ლარი. ჩვენ უკვე შევძელით და ეკონომიკა გავზარდეთ 28 მლრდ ლარიდან 90 მლრდ ლარამდე და ქვეყნის ბიუჯეტი გავზარდეთ 8,5 მლრდ ლარიდან 28 მლრდ ლარამდე. რაც შეეხება დაპირებას, ჩვენი დაპირებაა, რომ 90-დან დამატებით 130 მლრდ ლარამდე გაიზარდება ქვეყნის ეკონომიკა 4 წელიწადში. ქვეყნის ბიუჯეტი 28 მლრდ-დან გაიზრდება და გადაცდება 40 მილიარდს.ეს არის ჩვენი დაპირებები. რაც შეეხება უმშევრობას და სიღარიბეს, სიღარიბის მაჩვენებელი დღეს არის 3,7% და ეს მაჩვენებელი 2012 წელთან შედარებით განახევრებულია, თუმცა ჯერ კიდევ მაღალია. ჩვენი დაპირებაა, რომ 2028 წლისთვის უმუშევრობა ჩამოცდება 4%-იან მაჩვენებელს, რაც ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე უკეთესი შედეგია. იგივე ეხება სიღარიბეს. სიღარიბის მაჩვენებელი, რომელიც იყო 30% 2012 წელს, ახლა არის 11,8% და ოთხ წელიწადში ჩამოცდება 4%-ს, ანუ დამატებით დაახლოებით 300 ათასი ჩვენი თანამოქალაქე დაძლევს სიღარიბეს. თუ 2012 წელს 1 120  000 ადამიანი ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარს მიღმა, წინა ხელისუფლების პირობებში, ახლა ეს მაჩვენებელი რადიკალურად შემცირებულია 440 000-მდე და მაქსიმუმ 150 000-მდე ჩამოვა ეს მაჩვენებელი ოთხ წელიწადში. ეს არის დღევანდელი სურათი. ეს არის ჩვენი დაპირებები, ჩვენი გუნდის პოზიცია ამ ყველაფერთან დაკავშირებით ძალიან მკაფიოა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
“Bizə parlaq Avropa gələcəyi lazımdır”-İrakli Kobaxidze
Öncəki yazı
ღაზის სექტორში აცხადებენ, რომ ბოლო 48 საათში ისრაელის თავდასხმას 115 ადამიანი ემსხვერპლა