This is a specific ad

ბოლნისის მუნიციპალიტეტში მრავალფუნქციური სპორტული დარბაზი გაიხსნა

57

Another advertisement
დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, დავით ტაბიძესთან, მის პირველ მოადგილესთან, გიორგი ციბაძესთან და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელთან, ბუბა გობეჯიშვილთან ერთად მოინახულა.
ახალ სპორტკომპლექსში მოეწყო მულტიფუნქციური სპორტული დარბაზი, რომელიც სპორტის სამ სახეობას კალათბურთს, ხელბურთსა და ფრენბურთს მოემსახურება. გარდა ამისა შენობაში კრივის, ჭიდაობის, ძალოსნობის, კარატესა და ფიზიკური მომზადებისათვის დარბაზები იფუნქციონირებს.
პროექტის ფარგლებში, ასევე მოეწყო სპორტული კომპლექსის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ყველა საჭირო თუ დამხმარე ოთახები, დამონტაჟებულია ცენტრალური გათბობისა და გაგრილების სისტემები. კომპლექსის მიმდებარედ მოეწყო ღია ავტოსადგომი და დამონტაჟდა ლამპიონები. შენობა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.
მრავალფუნქციური სპორტული დარბაზის სამშენებლო სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 2 600 000 ლარი შეადგინა.
Kateqoriya: İdman, Maraqlı, Region
Sonrakı yazı
აზერბაიჯანული სამზარეულო
Öncəki yazı
Səhiyyə Nazirliyi əlillər üçün yeni xidmətlər təqdim edib