This is a specific ad

ბოლნისში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა დასრულდა

50

Another advertisement

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვთარების ფონდმა ქალაქ ბოლნისში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა დაასრულა.

სპორტული კომპლექსის მშენებლობის პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2.6 მილიონი ლარით დაფინანსდა.
დასრულებული სპორტული კომპლექსი ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ტაბიძემ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი დოხტურიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

ახალ სპორტულ კომპლექსში მოეწყო მულტიფუნქციური სპორტული დარბაზი ხელბურთის, ფრენბურთის და კალათბურთისთვის.  ასევე, დარბაზები კრივის,  ჭიდაობის, ძალოსნობის, კარატეს და ფიზიკური მომზადებისათვის. სპორტული კომპლექსი უზრუნველყოფილია  საშხაპეებით, გამოსაცვლელი ოთახებით სპორტსმენებისათვის, დამოუკიდებელი ოთახებით მწვრთნელების, მსაჯებისა და ექიმისათვის და ყველა  იმ დამხმარე ოთახითა თუ სათავსოთი, რომელიც აუცილებელია კომპლექსის ფუნქციონირებისათის.

ახალ სპორტულ კომპლექსში დამონტაჟებულია ცენტრალური გათბობისა და გაგრილების სისტემები.  კომპლექსის მიმდებარედ მოეწყო ღია ავტოსადგომი და დამონტაჟდა ლამპიონები. სპორტული კომპლექსის შენობა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.

Kateqoriya: Maraqlı, Region
Sonrakı yazı
ცნობილია, ვინ არის, თბილისში, გვიან ღამით მოკლული ახალგაზრდა
Öncəki yazı
“ყინვა გაძლიერდება”- დღევანდელი დღის ამინდის პროგნოზი