This is a specific ad

გახარიას პარტიის ქობულეთის შტაბის უფროსმა პარტია დატოვა და გახარიას მძიმე ბრალდებები წაუყენა

67

Another advertisement

გახარიას პარტიის ქობულეთის შტაბის უფროსმა პარტია დატოვა  და გახარიას მძიმე ბრალდებები წაუყენა. რევაზ ჯალაღანიამ, საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ, სოციალურ ქსელში დაწერა:

“მე, როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქე, პატრიოტი რომელიც ცხოვრების მანძილზე ყოველთვის ვცდილობდი ვყოფილიყავი ისტორიის სწორ მხარეს, ამჟამად ჩემი ქვეყნისთვის ასეთ რთულ და შეიძლება ითქვას გადამწყვეტ მომენტში არ და ვერ დავრჩები არასწორ და არამართებულ პოზიციაზე. როგორც ბოლოდროინდელმა მოვლენებმა გვაჩვენეს, ქვეყანაში არის, როგორც გარე, ასევე ჩემდა სამწუხაროდ შიდა მტრები, რომელთა ხედვები და პოზიციები ჩემთვის, როგორც საქართველოს პატრიოტისთვის არის კატეგორიულად მიუღებელი, რადგანაც ყოველივე მიმართულია ჩემი ქვეყნის დამოუკიდებლობის წარმთევისკენ. სწორედ ამიტომ, რაც არ უნდა მძიმე იყოს ჩემთვის ეს გადაწყვეტილება, მინდა საჯაროდ განვაცხადო, რომ მე როგორც გ.გახარიას პარტიის წარმომადგენელი ქობულეთის მუნიციპალიტეტში სრულად ვემიჯნები, აღნიშნული პარტიის ხედვებსა და განსაკუთრებით მოქმედებებს, რომელიც ფაქტობრივად სხვა ოპოზიციური პარტიების მსგავსად მიმართულია იმისკენ, რომ მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის სუვერენიტეტის ხარჯზე დაიკმაყოფილონ საკუთარი პოლიტიკური ამბიციები, თუნდაც ქვეყნისთვის ძირგამომთხრელი საქმიანობის შედეგად, რაც ნათლად გამოჩნდა ბოლო პერიოდის განმავლობაში. მე მინდა, რომ ჩემმა ოჯახმა და სრულად საქართველოს მოსახლეობამ იცხოვროს, თავისუფალ, დამოუკიდებელ და წელში გამართულ სახელმწიფოში, რის გამოც საჯაროდ ვტოვებ პარტია „საქართველოსთვის’’ რიგებს და ვგმობ პარტიის ლიდერის გიორგი გახარიას მოღალატეობრივ და საქართველოსთვის დამაზიანებელ ქმედებებს!!!!!!” – წერს ჯალაღანია

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
Şarl Mişel: Moldova və Gürcüstanı Avropa yolunda həlledici məqam gözləyir
Öncəki yazı
26 ოქტომბრის არჩევნები, პირველი არჩევნებია მეორე ტურის გარეშე, იქვე უნდა გადავანგრიოთ, მეორე შანსი აგენტურის ბოლომდე გადამტვრევის აღარ იქნება – მამუკა მდინარაძე