Another advertisement
ჩინეთის დელეგაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ, მერმა კენან ომაროვმა, საქართველოს პარლამენტის წევრთან ზაურ დარგალთან, მერის მოადგილეებთან თემურ შუბითიძესთან და ზურაბ ფანგანთან ერთად უმასპინძლა.
ოფიციალურ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მარნეულის მუნიციპალიტეტის და სიანის ტექნიკური უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას და შესაძლებლობების განვითარებას სხვადასხვა სექტორული მიმართულებით.
ვიზიტის ფარგლებში, მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკაში ჩატარდა საქართველო-ჩინეთის ერთობლივი ფორუმი: „განათლება, კულტურა, ბიზნესი“. ღონისძიების მიზანი იყო განათლებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება, ასევე ბიზნესისა და სამეცნიერო ურთიერთობების განვითარება.