Another advertisement
ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება – აფეთქების ხმა ისმოდა თელ-ავივში. “ჰეზბოლამ” ისრაელის მიმართულებით 190-მდე რაკეტა გაუშავა, რკინის გუმბათმა თავდასხმა მოიგერია. ტერორისტული ორგანიზაციის განცხადებით, “ცახალის” დისლოკაციის ადგილები იყო.
საპასუხოდ, ისრაელი ლიბანის სამხრეთ ნაწილში “ჰეზბოლას” ინფრასტრუქტურას ბომბავს, აფეთქებებია ტვიროსსა და ბეირუთში. გრძელდება ისრაელის რეიდები ღაზის სექტორშიც. გასული 24 საათის განმავლობაში, აქ 77 ადამიანი დაიღუპა.