This is a specific ad

დონალდ ტრამპი ქალაქ ბატლერში, სადაც მისი მოკვლა სცადეს, ელონ მასკთან ერთად გამოჩნდა – რატომ მოექცა მილიარდერი ყურადღების ცენტრში?

28

Another advertisement
დონალდ ტრამპი ქალაქ ბატლერში, სადაც მისი მოკვლა სცადეს, ელონ მასკთან ერთად გამოჩნდა - რატომ მოექცა მილიარდერი ყურადღების ცენტრში? (ვიდეო)

“რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის“ საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტი დო­ნალდ ტრამ­პი პენ­სილ­ვა­ნი­ის შტა­ტის ქა­ლაქ ბატ­ლერ­ში გა­მარ­თუ­ლი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში ამომ­რჩევ­ლებს შეხ­ვდა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეს ის ქა­ლა­ქია, სა­დაც მას­ზე თავ­დას­ხმა გან­ხორ­ცი­ელ­და და 20 წლის თო­მას მე­თიუ კრუკ­სი მის მოკ­ვლას ცდი­ლობ­და. თუმ­ცა მა­შინ აშშ-ის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მსუ­ბუ­ქად და­იჭ­რა – ტყვი­ამ მხო­ლოდ ყური გა­უ­კაწ­რა. გარ­და­იც­ვა­ლა აქ­ცი­ის ერთ-ერთი მო­ნა­წი­ლე გარ­და­იც­ვა­ლა, თავ­დამ­სხმე­ლი სპეც­რაზ­მე­ლებ­მა ად­გილ­ზე გა­ა­ნე­იტ­რა­ლეს.

ამ­ჯე­რად სცე­ნა ტყვი­ა­გა­უმ­ტა­რი მი­ნე­ბით იყო შე­მო­ღო­ბი­ლი. შეხ­ვედ­რას პირ­ვე­ლად და­ეს­წრო მი­ლი­არ­დე­რი, SpaceX, Tesla და სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი X -ის მფლო­ბე­ლი ელონ მას­კი, რო­მე­ლიც აქ­ტი­უ­რად უჭერს მხარს ტრამპს.

ტრამპმა თა­ვის გა­მოს­ვლა­ში 13 ივ­ლი­სის მოვ­ლე­ნე­ბი გა­იხ­სე­ნა. ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა ასე­ვე მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და სა­ი­დუმ­ლო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებს, რომ­ლე­ბიც მას იცავ­დნენ.

  • მხარ­და­ჭე­რა ემო­ცი­უ­რად და უჩ­ვე­უ­ლოდ გა­მო­ხა­ტა ელონ მასკმა. მან ტრამ­პის ამომ­რჩევ­ლებს მო­უ­წო­და და­რე­გის­ტრირ­დნენ და მი­ვიდ­ნენ არ­ჩევ­ნებ­ზე, რო­მე­ლიც ზუს­ტად ერთ თვე­ში – 5 ნო­ემ­ბერს გა­ი­მარ­თე­ბა.

ასევე დაგაინტერესებთ
11:51 / 24-09-2024

ტრამპის საარჩევნო შტაბს ჯორჯიის შტატი და საქართველო აერია – საარჩევნო რეკლამაში შეცდომით, საქართველოს ფოტო ჩასვეს

მისი თქმით, თუ ტრამ­პი და­მარ­ცხდე­ბა, ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს “ბოლო არ­ჩევ­ნე­ბი” და თქვა, რომ “დე­მოკ­რა­ტებს“ შე­უძ­ლი­ათ შეც­ვა­ლონ კა­ნო­ნი და არ დათ­მო­ბენ ძა­ლა­უფ­ლე­ბას. მსოფ­ლი­ოს ყუ­რა­დღე­ბა მას­კის ემო­ცი­ებ­მა მი­ი­პყრო. ის სცე­ნა­ზე ხტუ­ნა­ობ­და და გა­მარ­ჯვე­ბის ყი­ჟი­ნას სცემ­და.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ანა­ლი­ტი­კო­სე­ბის აზ­რით, პენ­სილ­ვა­ნია, ერთ-ერთი საკ­ვან­ძო შტა­ტია აშშ-ს საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში. გა­მო­კი­თხვე­ბი აჩ­ვე­ნებს, რომ პენ­სილ­ვა­ნი­ას, ისე­ვე რო­გორც სხვა ექვს შტატს, ახლა არ აქვს გა­დამ­წყვე­ტი უპი­რა­ტე­სო­ბა არც ერთი კან­დი­და­ტის­თვის.

Kateqoriya: Dünya, Maraqlı
Sonrakı yazı
Azərbaycan Respublikası Dövlət Gömrük Komitəsinin nümayəndələri ilə görüş keçirilib
Öncəki yazı
რომელ ქალაქებს ირჩევენ ქართველები შემოდგომაზე სამოგზაუროდ?