This is a specific ad

სარაკეტო თავდასხმა იყო ისრაელის ქალაქ ჰაი-ფაზე, დაშავებულია 10 ადამიანი

45

Another advertisement

ვითარება ახლო აღმოსავლეთში ისევ დაძაბულია – სარაკეტო თავდასხმა იყო ისრაელის ქალაქ ჰაი-ფაზე, დაშავებულია 10 ადამიანი. ჰესბოლა აცხადებს, რომ მათი სამიზნე ჰაი-ფაში მდებარე სამხედრო ბაზა იყო.

ისრაელი თავდაცვასთან ერთად, მოწინააღმდეგეზე თავდასხმასაც განაგრძობს. აფეთქებები ისმოდა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში.

დღეს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის ერთი წელი შესრულდა. ისრაელის სამხრეთით მდებარე ებრაულ დასახლებებს ჰამასი გასული წლის შვიდ ოქტომბერს დაესხა თავს. ტერორისტებმა ადგილზე მოკლეს 1 200-მდე ადამიანი, მძევლად აიყვანეს 251. მათი ნაწილი მოგვიანებით მოლაპარაკებების შედეგად გაათავისუფლეს, თუმცა დაახლოებით 100 მძევლის ბედი ამ დრომდე გაურკვეველია.

ეს მოვლენები ომის წლისთავთან დაკავშირებით მსოფლიოს მასშტაბით კიდევ ერთხელ გაიხსენეს – აქციებზე პატივი მიაგეს ტერორისტების თავდასხმის შედეგად დაღუპულებს.

ფაქტს გამოეხმაურა ემანუელ მაკრონიც – მისი თქმით, ტკივილი ისეთივე მწვავეა, როგორც ერთი წლის წინ იყო.

Kateqoriya: Dünya, Maraqlı
Sonrakı yazı
როცა წავა პრეზიდენტობიდან, ის იქნება არა ყოფილი, არამედ გაგდებული პრეზიდენტი, იმის გამო, რომ მან შეურაცხყოფა მიაყენა სახელმწიფო ინსტიტუტებს და კონსტიტუციას – კახა კალაძე სალომე ზურაბიშვილზე
Öncəki yazı
İrakli Kobaxidze bu gün “Gürcü arzusu”nun seçki proqramını təqdim edəcək