ხურმა
შემოდგომის მთავარი გმირი, ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებული და საყვარელი ხილი.
ეს ხილი ძალიან უყვართ საბერძნეთში და გონების გასახსნელიაო ამბობენ.
ე.ი.
მეხსიერებისთვისაა კარგიო.
ბერძნები ლოტოს ეძახიან.
აი იტალიელები კი უბრალოდ აღმერთებენ.
ამ გემრიელი ხილის მიღმა ლამაზი ტრადიცია იმალება. თესლის შიგნით, პატარა ყავისფერი და თეთრი მარცვლები.
თუ ამ მარცვალს შუაზე გავჭრით აღმოვაჩენთ სამ ფიგურას.
ამ ფიგურების წყალობით
ფერმერები ზამთრის სიძლიერეს წინასწარმეტყველებენ.
ე.ი.
დიდი ზამთარი იქნება, თუ არა.
თესლის შუაზე გაჭრით, შეგიძლიათ შეხედოთ ფორმებს, რომლებიც რეალურად წააგავს ჩანგლის, კოვზის ან დანის ფორმებს. ფერმერების თქმით, ფორმებმა შემდეგი მნიშვნელობები აქვს:
თუ კოვზია: თოვლიანი ზამთარი იქნება.
თუ ჩანგალის ფორმა აქვს: რბილი ზამთარი,
ე.ი. არც ისე დიდი ზამთარიო.
და თუ დანის ფორმას ნახავთ თესლის შუაზე გაჭრით:
ცივი, თუმცა მშრალი, უნალექო ზამთარი
ეს ფორმები წარმოადგენს მცენარის ყლორტებს და არ გააჩნიათ სამეცნიერო საფუძველი, მაგრამ პოპულარული ტრადიციის ნაწილია. საკმარისია ამ შემოდგომაზე ბავშვებთან ერთად მოძებნოთ ეს ფიგურები და გაერთოთ ზამთრის მოლოდინში!
-