This is a specific ad

მე მეეზოვე ვარ, უფრო ქართულად მე მენაგვე მქვია…- განაგრძეთ კითხვა ბმულზე

30

Another advertisement
დილას 5 საათზე
ვდგები, შვილს პირჯვარს გადავსახავ და მოხუც ბებიასთან ვტოვებ
დაძინებულს, ჩემ გარეთ გასვლას მხოლოდ თუთიყუში იგებს.ხუთი წელია
ფორთოხლისფერი ვარ და მზეზე ადრე ვესალმები ხეებს, ქუჩებს და ზოგადად
დედამიწას, სანამდეც თვალი მიმიწვდება ყველას გამარჯობას
ვეუბნები.ადამიანებს ყველას ჩვენ ჩევენი საქმე გვაქვს, ისინი დადიან და
ნაგავს ყრიან, მე ამ ნაგავს ვაგროვებ, ურნაში ვყრი და თან გულში
მეღიმება, არასოდეს არ დაყრის მენაგვის შვილი ძირს ნაგავს, შვილს გეფიცებით. ხეები დგანან და ბოდიშს მიხდიან თავდახრილები, რა მათი ბრალია სიბერეში ხელიდან რომ უვარდებათ ყველაფერი, მიპატიებია, ერთადერთი ხეებისთვის მიპატიებია ეს ფოთოლცვენა… ქუჩაში ძაღლადაც არავინ მაგდებს, მეზობელმა რომ ჩამიაროს, არაფრით გამარჯობას არ იტყვის, ზოგს ჩემი ჭუჭყიანი ტანსაცმელი აშინებს, ზოგს
ჩემი ბინძური ცოცხი, ზოგს წვერი, ამ წვერის გამო კი ჩემმა ხუთი წლის შვილმა თოვლისბაბუასავით მამიკო შემარქვა …ვაგროვებ ნაგავს და ვფიქრობ ლოგინში დატოვებულ შვილზე, მოხუც დედაზე და ცხრა საათზე, მოასწრეს თუ არა ბაღისთვის
მომზადება.წესით მენაგვის შვილები არ უნდა იგვიანებდნენ ბაღში და
სკოლაში… ვისაც არ უნდა შეხედო ყველას სიბრალულის ან ზიზღის
გამოხატვა შეუძლია ჩემს მიმართ, სითბოს ვერავის შენიშნავ თვალებში, მარტო ქუჩის ძაღლები მილოკავენ ჩექმებს, ისიც სანაგვეზე გადაგდებული საკბილო თუ გავუწილადე…
მე მეეზოვე ვარ…მეეზოვეს ქართულად მენაგვეს უძახიან და ნაგავის სუნი ასდის… მე კიდევ ხუთი წლის წინ სანაგვეზე ჩვილი ვიპოვე, ის ახლა ჩემი შვილია და მეყოველდღე მადლობას ვწირავ უფალს რომ ადამიანებს შვილის გადაგდებაც შეუძლიათ სანაგვეზე…
ანა ლაშხელი ❤
Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
ჩვენ არა მხოლოდ ჩვენი პარტიის ამომრჩევლის, არამედ ყველას მთავრობად უნდა მოვიდეთ – ხოშტარია
Öncəki yazı
ნამდვილი ამბავი “ჯარისკაცის მამის” მიღმა – გენიალური ფილმის სცენარისტის მოგონებები, რომლებსაც ემოციის გარეშე ვერ წაიკითხავთ