This is a specific ad

არ მაქვს ნათელი პოზიცია რა თანამდებობაზე მექნება პრეტენზია, დღეს ვარ მხოლოდ ბრძოლის ჟინზე – გიორგი მარგველაშვილი

52

Another advertisement

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი მარგველაშვილმა პალიტრანიუსის გადაცემა “360 გრადუსში” გაერთიანებაში თავის როლზე, თუმცა, აღნიშნა, რომ ჯერ არ იცის, რა პოზიცია ექნება არჩევნების შემდეგ. მისი განმარტებით, ამ ეტაპზე კონცენტრირებულია არჩევნებზე, რადგან ჯერ ეს მნიშვნელოვანი ბრძოლაა მოსაგები.

 

“რა პოზიციაზე ვიქნები არჩევნების შემდეგ, ამაზე საუბარი არ ყოფილა. იმდენად მნიშვნელოვანი ბრძოლის წინ ვდგავართ ახლა, რომ მთავარი იყო ამ ბრძოლის კონტექსტში რიგების გადალაგება და ჩვენი საარჩევნო კამპანიის ისე დალაგება, რომ ნამდვილად მოვუტანოთ როგორც კოალიციას, ასევე საქართველოს ღირსეული გამარჯვება და გადარჩენა იმ სრულიად კატასტროფული გეგმიდან, რომელიც შეიმუშავა “ქართულმა ოცნებამ” საქართველოს ასეთი ფორმით ანექსირებისთვის.

როდესაც ვუყურებთ ამ პროცესს, “ძლიერი საქართველოსთვის” როგორც კოალიცია, როგორც პოზიციონირდება საარჩევნო ბრძოლის ველზე, უმრავლესობასთან ვმუშაობდი კიდეც, ყველა იყო ჩემი გუნდის წევრი და ჩემი გუნდი არ იყო ის გუნდი, რომელმაც საქართველოს ის უბედურება მოუტანა, რასაც “ქართული ოცნების” პოლიტიკა ჰქვია. ეს კოალიცია ძალიან საინტერესო პოზიციაზე დგას იმიტომ, რომ რეალურად, ჩვენ ვუყურებთ ოპოზიციონერი ამომრჩევლის სპექტრს. “ნაციონალურ მოძრაობას” თავისი ამომრჩეველი ჰყავს, რომელიც სტაბილურად აძლევს მას ხმას. ამომრჩევლის მეორე ნაწილს, რომელზეც ჩვენ ვპოზიციონირდებით, ე.წ. შუაში მყოფი ფლანგს აქვს ზრდის ძალიან დიდი შესაძლებლობა იმიტომ, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის დიდი ნაწილი სწორედ ამას უკვეთდა პოლიტიკოსებს, რომ შექმნილიყო სერიოზული ვარიანტი და ეს ვარიანტი დალაგდა ამ კოალიციის სახით.

 

ჩემი ადგილი ამ ბრძოლის ველზე, ბუნებრივია, იყო მათთან და შეუძლებელია, გამოვკლებოდი ამ ბრძოლას. ამ კოალიციასთან ერთად ვხედავ ჩემს პოლიტიკურ ველს, მაგრამ არ მაქვს ნათელი პოზიცია, სად ვიქნები. სპეკულირება იმაზე, რა თანამდებობაზე მექნება პრეტენზია, დღეს ემოციურად არ ვარ ამ მდგომარეობაში, დღეს ვარ მხოლოდ ბრძოლის ჟინზე. მე მიმაჩნია, რომ შემიძლია დადებითი როლი შევიტანო ოპოზიციის გაძლიერებაში და ეს არის ჩემი მთავარი მოტივაცია. პოლიტიკაზე გავლენას რომ მოვახდენ, ეს ნამდვილად ვიცი, მაგრამ რა თანამდებობა იქნება ამისთვის საჭირო, ახლა ძნელი სათქმელია”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
ამ სანქციებს არ გააჩნია არანაირი საფუძველი და არის გარკვეული დღის წესრიგის შექმნის მცდელობა ქართულ პოლიტიკაში – ნინო წილოსანი
Öncəki yazı
საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი – 3 ოქტომბრის ამინდის პროგნოზი