This is a specific ad

ევროკავშირი გმობს ირანის თავდასხმას ისრაელზე

51

Another advertisement

ევროკავშირის საგარეო საქმეთა უმაღლესმა კომისარმა ჟოზეფ ბორელმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ევროკავშირი გმობს ირანის თავდასხმას ისრაელზე.

„ევროკავშირი უმკაცრესად გმობს ირანის თავდასხმას ისრაელზე. არსებობს საფრთხე, რომ თავდასხმებისა და მათზე საპასუხო ქმედებების სახიფათო ციკლი კონტროლს მიღმა აღმოჩნდეს. ევროკავშირი კვლავ ემხრობა რეგიონული ომის თავიდან აცილების მცდელობებს“, – წერს ბორელი.

გუშინ საღამოს ისრაელის ცენტრალურ და სამხრეთ ტერიტორიების მიმართულებით ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ ასობით ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. სხვადასხვა მონაცემით, მათი რაოდენობა 200-დან 500-მდე მერყეობდა. უმეტესობა ისრაელის თავდაცვის სისტემამ მოიგერია. ისრაელი ირანის მხრიდან თავდასხმას დიდ შეცდომას უწოდებს. პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ თეირანი ამისთვის საფასურს გადაიხდის.

Kateqoriya: Dünya, Maraqlı
Sonrakı yazı
İsraildə terror aktı nəticəsində Gürcüstan vətəndaşı həyatını itirib
Öncəki yazı
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 42 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს