This is a specific ad

რა შეუძლია ზღვის მარილს – სასარგებლო რჩევები

54

Another advertisement

ზღვის მარილში, ისევე, როგორც სუფრის მარილში არის ნატრიუმის ქლორიდი, მაგრამ ზღვის მარილში მეტი მიკროელემენტია, რომელიც ჩვეულებრივ მარილში არაა. ზღვის მარილში კალიუმია, რაც პრინციპული სხვაობაა სუფრის მარილთან შედარებით. კალიუმი ორგანიზმისთვის შეუცვლელი ელემენტია, რომლის გარეშეც უჯრედების ფუნქციონირება წარმოუდგენელია. ზღვის მარილი ასევე შეიცავს დიდი რაოდენობით იოდს, რაც აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირებისა და ორსულებისათვის ჯანმრთელი ბავშვის გასაჩენად.

ზღვის მარილი 80-ზე მეტ მინერალს, მენდელეევის თითქმის მთელ სისტემას შეიცავს. ისინი, ვინც მარილის საბადოზე მუშაობენ პრაქტიკულად არ ავადდებიან სასუნთქი სისტემის დაავადებებით.

ზღვის მარილი რუხი ფერის გამჭვირვალე კრისტალებია. სჯობს შეიძინოთ საღებავების გარეშე. მარილი უნდა შევინახოთ მშრალ, მჭიდროდ თავდახურულ მინის ქილაში. მაქსიმუმ 5 გრამი ზღვის მარილი შეიძლება მივიღოთ დღის განმავლობაში.

მასტოპათიის სამკურნალოდ: ოთხად დკეცილი ბამბის პირსახოცი დაასველეთ მარილიან ხსნარში (1 ს/კ 1 ჩ/ჭ წყალზე) დაიდეთ მკერდზე და გაიჩერეთ მთელი ღამე.

ოსტეოქონდროზის სამკურნალოდ: 1 კგ ზღვის მარილს დაუმატეთ 2ს/კ მდოგვის ფხვნილი და ნახევარი ჭიქა წყალი. კარგად აურიეთ, გააცხელეთ. ოთხად დაკეცილი პირსახოცი დაასველეთ, დაიდეთ მტკივნეულ ადგილზე და თბილად შეიხვიეთ.

ანგინის, გაციების, ხველების სამკურნალოდ: 2 ს/კ ზღვის მარილი გახსენით 1 ლიტრ წყალში. გააცხელეთ 60 გრადუსამდე და გაიკეთეთ ინჰალაცია 10-15 წუთი. სავლები – 2 ს/კ ზღვის მარილი გახსენით 0,5 ლ ცხელ წყალში, გააგრილეთ და გამოივლეთ ყელში, რის შემდეგაც ნახევარ საათი წყლის დალევისა და კვებისგან თავი შეიკავეთ.

ფრჩხილებისთვის: 1 ს/კ ზღვის მარილი გახსენით 1 ჩაის ჭიქა თბილ წყალში და ჩააწყვეთ თითები 10 წუთით. გამშრალების შემდეგ შეიზილეთ ზეითუნის ზეთი. კურსის ხანგრძლივობა 2 კვირაა.

ძალიან სასარგებლოა ზღვის მარილის აბაზანები წონის კორექციისთვის. აბაზანის ხანგრძლივობა დაიწყეთ 5 წუთიდან და ნელ-ნელა გაზარდეთ 15 წუთამდე. აბაზანში შეიძლება სხვადასხვა ეთერზეთის დამატება.

Kateqoriya: Maraqlı, Sağlamlıq
Sonrakı yazı
რუსთაველის ეროვნული თეატრის გასტროლი მარნეულში
Öncəki yazı
აფხაზეთის ე.წ. „საგარეო უწყება“ კახა კალაძეს პასუხობს – გვინდა, ქართველ პოლიტიკოსებს შევახსენოთ, რომ საქართველომ თავად უნდა მოაწესრიგოს ურთიერთობა რუსეთთან