Another advertisement
ნიდერლანდების მთავრობა უკრაინას 209,5 მილიონი ევროს ოდენობის დახმარებას გამოუყოფს, რომელიც ქვეყნის კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენაზე დაიხარჯება, განაცხადა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა კასპარ ველდკამპმა.
გარდა ამისა, ნიდერლანდები 45 მილიონ ევროს უკრაინის ენერგეტიკის მხარდამჭერ ფონდში გადარიცხავს და საჭირო აღჭურვილობის შეძენას მოახმარს.
ველდკამპის თქმით, უკრაინელები ერთ-ერთი ყველაზე სუსხიანი ზამთრისთვის ემზადებიან და იმისათვის, რომ მათ მას გაუძლონ „საჭიროა ენერგია“.