Another advertisement
პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს წალკის მუნიციპალიტეტში აგრძელებს.
„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადშვილი წალკის მუნიციპალიტეტის სოფლების – დარაკოვის, კიზიქილისას, ოზნისა და აიაზმის მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე ისაუბრეს „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდზე, დასრულებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე. იმსჯელეს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებისა და 26 ოქტომბრის მნიშვნელობაზე.
„შეხვედრებმა საინტერესოდ ჩაიარა . მიხარია, რომ ჩვენი და მოქალაქეების აზრი, ბევრ საკვანძო საკითხზე თანხვედრაშია.“ განაცხადა დავით შერაზადიშვილმა