This is a specific ad

ტრამპის განცხადებით, არჩევნებში მარცხის შემთხვევაში ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის 2028 წელსაც იყრის კენჭს

58

Another advertisement

დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში მარცხის შემთხვევაში ნაკლებად სავარაუდოა, რომ 2028 წელს ის კვლავ იყრის კენჭს.

შესაბამისი განცხადება 78 წლის ტრამპმა Sinclair Media Group-თან ინტერვიუში განაცხადა, როდესაც ჟურნალისტმა ჰკითხა აპირებს თუ არა ის შემდეგ არჩევნებში მონაწილეობას.

„არა, ვფიქრობ, ამით დავამთავრებ. ამის შესაძლებლობას ვერ ვხედავ. მაგრამ იმედია, რომ ძალიან წარმატებულები ვიქნებით“, – განაცხადა ტრამპმა.

BBC-ს ცნობით, აშშ-ის კანონმდებლობის მიხედვით, პრეზიდენტებს ორ ვადაზე მეტით მსახურება არ შეუძლიათ, ამიტომ, ტრამპი 2028 წლის არჩევნებში მონაწილეობას წელს გამარჯვების შემთხვევაშიც ვერ შეძლებს.

ამასთან, CBS-ის ბოლო გამოკითხვის მიხედვით, დემოკრატების კანდიდატ კამალა ჰარისს 52% უჭერს მხარს, რესპუბლიკელ ტრამპს კი 48%.

Kateqoriya: Dünya, Maraqlı
Sonrakı yazı
ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა, სადაც მსოფლიო ლიდერების „გამარჯვების გეგმას“ წარუდგენს
Öncəki yazı
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მსოფლიო ლიდერებს გააცნობს საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის, ასევე ეკონომიკური განვითარების და სხვა მრავალი მიმართულებით – დავით ბაქრაძე