This is a specific ad

რუსეთში, ნახევარფაბრიკატებით 3 ბავშვი დაიღუპა

53

Another advertisement

რუსეთში, კრასნოიარსკის ოლქში, ნახევარფაბრიკატებით მოწამვლის შედეგად 3 ბავშვი დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ოჯახმა ადგილობრივ მაღაზიაში ნაყიდი ნახევარფაბრიკატები ჭამა, რის შემდეგაც ოჯახის ექვსივე წევრმა თავი ცუდად იგრძნო და მოწამვლის სიმპტომებით საავადმყოფოს მიმართეს.

გამოცემის ინფორმაციით, ოჯახის სამი წევრი – 6, 13 და 11 წლის ბავშვები დაიღუპნენ. 34 წლის მამა, 32 წლის დედა და 12 წლის ბავშვი კი მძიმე მდგომარეობაში არიან.

საგამოძიებო კომიტეტმა მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით არის აღძრული.

Kateqoriya: Dünya, Maraqlı
Sonrakı yazı
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მსოფლიო ლიდერებს გააცნობს საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის, ასევე ეკონომიკური განვითარების და სხვა მრავალი მიმართულებით – დავით ბაქრაძე
Öncəki yazı
23 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებულია 205 ათასი ტონა ყურძენი, მათ შორის, 81,2 ათას ტონამდე რქაწითელი, 97,2 ათას ტონამდე საფერავია