Another advertisement
21 სექტემბერს, შაბათს საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი.
meteo.gov.ge-ის ცნობით, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში დღისით +24, +29°; მთაში დღისით +21, +26°; მაღალმთაში დღისით +18, +23°. აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში დღისით +20, +25°; მთაში დღისით +17, +22°; მაღალმთაში დღისით +9, +14°.