This is a specific ad

რას წერს BBC კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით?

14

Another advertisement

BBC კე­სა­რია აბ­რა­მი­ძის მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ სტა­ტი­ას აქ­ვეყ­ნებს. სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ტრანსგენ­დე­რი ქალი ანტი-ლგბტ კა­ნო­ნის მი­ღე­ბი­დან ერთი დღის შემ­დეგ მოკ­ლეს. გთა­ვა­ზობთ BBC-ის სტა­ტი­ის თარ­გმანს.

“სა­ქარ­თვე­ლოს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ტრანსგენ­დე­რი ქალი სა­კუ­თარ სახ­ლში მოკ­ლეს, ქვეყ­ნის პარ­ლა­მენ­ტის მიერ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ანტი-ლგბტ კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ღე­ბი­დან ერთი დღის შემ­დეგ.

ად­გი­ლობ­რი­ვი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის გან­ცხა­დე­ბით, 37 წლის კე­სა­რია აბ­რა­მი­ძე თბი­ლის­ში, თა­ვის ბი­ნა­ში და­ნით მოკ­ლეს. და­ა­კა­ვეს 26 წლის მა­მა­კა­ცი, რომ­ლის ქმე­დე­ბა­მაც პა­ტა­რა სამ­ხრეთ­კავ­კა­სი­ურ ქვე­ყა­ნა­ში შოკი გა­მო­იწ­ვია. ქარ­თუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, მას მსხვერ­პლი იც­ნობ­და.

უფ­ლე­ბა­დამ­ცველ­მა ჯგუ­ფებ­მა მკვლე­ლო­ბა ახალ ანტი-ლგბტ კა­ნონს და­უ­კავ­ში­რეს, ამ­ტკი­ცე­ბენ რა, რომ მთავ­რო­ბის მიერ ამ კა­ნო­ნის პრო­პა­გან­დამ ტრანსფო­ბი­უ­რი სი­ძულ­ვი­ლი გა­აძ­ლი­ე­რა.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც ახალ კა­ნონს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და, გა­ნა­ცხა­და, რომ ამ “სა­ში­ნელ­მა მკვლე­ლო­ბამ” გა­ა­ჩი­ნა კი­თხვე­ბი სი­ძულ­ვი­ლით ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი­სა და დის­კრი­მი­ნა­ცი­ის შე­სა­ხებ.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის მთავ­რო­ბის მიერ მი­ღე­ბუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა მკვეთ­რად ზღუ­დავს ლგბტ ადა­მი­ა­ნე­ბის უფ­ლე­ბებს. კა­ნონპ­რო­ექ­ტი მარ­ტი­ვად გა­ვი­და პარ­ლა­მენ­ტში, მი­უ­ხე­და­ვად უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ჯგუ­ფე­ბის კრი­ტი­კი­სა.

ის იყო ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ღიად ტრანსგენ­დე­რი სა­ჯა­რო ფი­გუ­რა ქვე­ყა­ნა­ში, წარ­მო­ად­გენ­და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ერ­თა­შო­რი­სო ტრანსგენ­დერე­ბის კონ­კურ­სებ­ზე და ჰყავ­და 500 000-ზე მეტი მიმ­დე­ვა­რი სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში.

“ჰო­მო­ფო­ბია, ბი­ფო­ბია და ტრანსფო­ბია გახ­და მთავ­რო­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი დის­კურ­სი­სა და იდე­ო­ლო­გი­ის ცენ­ტრა­ლუ­რი ნა­წი­ლი, კე­სა­რია აბ­რა­მი­ძის მკვლე­ლო­ბა არ შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­ხი­ლოთ ამ სა­ერ­თო მძი­მე კონ­ტექ­სტის­გან გან­ცალ­კე­ვე­ბით” – აცხა­დე­ბენ ად­გი­ლობ­რივ უფ­ლე­ბა­დამ­ცველ­თა ჯგუფ “სო­ცი­ა­ლურ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის ცენ­ტრში”, – წერს BBC.

Kateqoriya: Cinayət, Maraqlı
Sonrakı yazı
დანაშაულის ეფექტური კონტროლის ინდექსით, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ოცეულშია, ევროპაში 10-ე ადგილზეა და დიდი შვიდეულის 6 ქვეყანას უსწრებს
Öncəki yazı
Vahid seçicilər siyahısında məlumatların yoxlanılması bu tarixə qədər mümkün olacaq