Another advertisement
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სავარაუდოდ შეხვდება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელიც მომავალ კვირას აშშ-ში ჩასვლას გეგმავს.
„სავარაუდოდ, დიახ“, – ასე უპასუხა ტრამპმა ჟურნალისტის კითხვას, შეხვდება თუ არა უკრაინელ ლიდერს.
მანამდე, ზელენსკიმ განაცხადა, რომ სურდა, სამშვიდობო გეგმა წარედგინა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენისთვის და პრეზიდენტობის კანდიდატებისთვის, კამალა ჰარისისა და დონალდ ტრამპისთვის.
როგორც „როიტერი“ წერს, ზელენსკი მომავალ კვირას აშშ-ში ჩავა და გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვა.