19 სექტემბრის ღამეს უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 1 საავიაციო მართვადი რაკეტა X-59 და 42 შაჰედის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა.
“ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქზე იერიში მიიტანა საზენიტო მართვადი C-300 ტიპის რაკეტებით, X-59 ტიპის მართვადი საავიაციო რაკეტით და 42 შაჰედით. დრონები ააფრინეს პრიმორო-არტახსკისა და კურსკიდან. ხოლო რაკეტები ნასროლია დროებით ოკუპირებული ზაპოროჟიეს და ბელგოროდის ოლქებიდან”. – წერია საჰაერო თავდაცვის ძალების ანგარიშში.
რუსული საჰაერო იერიშის მოგერიებაში ჩართული იყო უკრაინის ავიაცია, საზენიტო სარაკეტო ჯარები, მობილური ცეცხლის ჯგუფები და რადიო ელექტრონული ბრძოლის ქვედანაყოფები.
დრონები ჩამოაგდეს დნეპროპეტროვსკის, კიევის, ვინიცის, ჟიტომირის, როვენის, ჩერკასის, კიროვგრადის, ნიკოლაევის და ხერსონის ოლქებში.
რუსეთი უკრაინას ყოველდღიურად ავიაციითა და არტილერიით ბომბავს.