Another advertisement
გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი სოციალურ ქსელში კესარია აბრამიძეს მკვლელობას ეხმაურება.
„ვინც სიძულვილს თესავს, ძალადობას მოიმკის. კესარია აბრამიძე მოკლეს საქართველოს პარლამენტის მიერ ანტი-ლგბტ კანონის მიღებიდან ერთ დღეში. ღრმად ვარ შოკირებული და მოვუწოდებ მმართველ პარტიას – „ქართულ კოშმარს“ – დაუყოვნებლივ გააუქმოს სამარცხვინო კანონი“, – აღნიშნა მიხაელ როთმა.