Another advertisement
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი, უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის მე-2 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ქოჩორაშვილმა ტირანაში ალბანეთის ნაკრების წინააღმდეგ 90 წუთი ითამაშა და ერთადერთი გოლის ავტორი გახდა. საქართველოს ერთა ლიგის სტარტზე ორიდან ორი მოგება აქვს. გიორგი ქოჩორაშვილმა კი გოლი ორივე შეხვედრაში გაიტანა. საუკეთესო თერთმეტეულში საქართველოს ნაკრების ნახევარ მცველი ისეთი ფეხბურთელების გვერდით არის, როგორებიც არიან ჰარი კეინი, ალექსანდრ არნოლდი და არდა გულერი.