This is a specific ad

15 წლის გოგონა, რომელიც ხელოვნურ ტბაში დაშავდა, გარდაიცვალა

76

Another advertisement

15 წლის გოგონა, რომელიც დედოფლისწყაროს ცენტრალურ პარკში, ხელოვნურ ტბაში დაშავდა, გარდაიცვალა.
გოგონას თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში მკურნალობდნენ.

ახლობლების ინფორმაციით, გოგონა ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო შეერთებული, თუმცა მისი მდგომარეობიდან გამოყვანა, ვერ მოხერხდა. შემთხვევა დედოფლისყაროში 21 აგვისტოს მოხდა.

რამდენიმე მოზარდი, დედოფლისწყაროს მშენებარე ცენტრალურ პარკში, ხელოვნურ ტბაში საბანაოდ შევიდა. ერთ- ერთმა მათგანმა წყალში გონება დაკარგა. დედოფლისწყაროს საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ, გოგონა კატასტროფის სამედიცინო ცენტრმა, თბილისში გადაიყვანა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
Zurabişvili ikinci müddətə prezident olmaq barədə düşünür
Öncəki yazı
11 Sentyabr tarixinə olan valyuta məzənnəsi açıqlandı