This is a specific ad

გერმანიამ სამიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების ფარგლებში სახმელეთო საზღვრებზე სასაზღვრო კონტროლი დააწესა

26

Another advertisement

გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ 16 სექტემბრიდან ქვეყნის ყველა სახმელეთო საზღვარზე, სამიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების ფარგლებში კონტროლი დაწესდება.

სასაზღვრო კონტროლი საფრანგეთთან, ლუქსემბურგთან, ნიდერლანდებთან, ბელგიასთან და დანიასთან საზღვრებზე 6 თვის განმავლობაში იმოქმედებს. ამასთან, პოლონეთთან, ჩეხეთთან, ავსტრიასთან და შვეიცარიასთან საზღვრებზე კონტროლი უკვე 2023 წლის ოქტომბრიდან მოქმედებს და მესაზღვრეებს უფლება აქვთ მგზავრებს ქვეყანაში შესვლაზე უარი უთხრან.

„სანამ არ შეიქმნება თავშესაფრის მინიჭების ახალი, საერთო ევროპული სისტემა და არ მიიღება დამატებითი ზომები ევროკავშირის გარე საზღვრების დაცვის გაძლიერებისთვის, ვალდებულები ვართ გავაძლიეროთ კონტროლი ჩვენს ეროვნულ საზღვრებზე“, – განაცხადა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ნენსი ფეზერმა.

ივნისის ბოლოს ქალაქ ზოლინგენში დანით შეიარაღებული სირიის მოქალაქე, რომელმაც გერმანიაში თავშესაფარი ითხოვა, ხალხს დაესხა თავს, რის გამოც 3 ადამიანი დაიღუპა. ამის შემდეგ ფეზერმა სამიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების აუცილებლობის შესახებ განაცხადა.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 14 პირი დააკავეს, მათ შორის 10 ნარკორეალიზატორია – რა განცხადებას ავრცელებს შსს
Öncəki yazı
ირაკლი ჩიქოვანი აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა