This is a specific ad

მოსკოვმა აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ მიერთების პირობა დაასახელა

69

Another advertisement

აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ მოსახლეობამ რუსეთთან მიერთების შესახებ გადაწყვეტილება სახალხო რეფერენდუმის საფუძველზე უნდა მიიღოს. ამის შესახებ სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის, ევრაზიულ ინტეგრაციასა და თანამემამულეებთან ურთიერთობის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვიქტორ ვოდოლაცკიმ NEWS.ru-სთან ინტერვიუს დროს განაცხადა. “აფხაზეთმა, „სამხრეთ ოსეთმა“ და ყველა სხვა სუვერენულმა სახელმწიფომ, რომელსაც რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლა სურს, ყველა საკითხი სახალხო რეფერენდუმის საფუძველზე უნდა გადაწყვიტოს. ფედერაციაში გაწევრიანებაზე გადაწყვეტილების მიღების უფლება მხოლოდ მოცემული სახელმწიფოს ხალხს აქვს და არა მის ლიდერებს. ამდენად, თუ სახალხო რეფერენდუმი გაიმართება და ხალხი რუსეთთან შეერთების სურვილს გამოთქვამს, მაშინ ყველა კონსტიტუციური ნორმისა და უფლების გაფორმების სამართლებრივი პროცედურა დაიწყება,“ – აცხადებს ვოდოლაცკი.

Kateqoriya: Dünya, Maraqlı
Sonrakı yazı
ტრამპი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მთავრობის ეფექტურობის კომისიას შექმნის, რომელსაც ილონ მასკი უხელმძღვანელებს
Öncəki yazı
“შესაძლებელია წყალმოვარდნები, მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება“ – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს