Another advertisement
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ავღანეთიდან 2021 წელს ამერიკული ჯარის გაყვანის თაობაზე 19 სექტემბერს მოსმენაზე დაიბარა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა კომიტეტი ავრცელებს.
მასში ნათქვამია, რომ ბლინკენი არის ერთ-ერთი ადამიანი, ვინც ჯარების გაყვანაზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებდა. კომიტეტის მიერ ბლინკენისადმი მიწერილ წერილში ნათქვამია, რომ ის რამდენჯერმე დაპატიჟეს მოსმენაზე, თუმცა ის არც ერთხელ არ მობრძანდა.
კონგრესის კომიტეტი აფრთხილებს ბლინკენს, რომ თუ ის ახლაც არ მოვა და საკომიტეტო მოსმენაში მონაწილეობას არ მიიღებს, მას სანქციები დაეკისრება.