ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაპალას მაცხოვრებლის, სალმინაზ ბაირამოვას თქმით, მას 2021 წლის მაისში სახლიდან დიდი ოდენობით თანხა – 34 000 ლარი მოპარეს. ადგილობრივის განცხადებით, პოლიციამ გამოძიება უგულებელყო და საქმე მათი მხრიდან არ იქნა გამოძიებული.
სოფელ ჭაპალას მაცხოვრებმა, სალმინაზ ბაირამოვამ განაცხადა, რომ ქურდობა 2021 წლის მაისში, დაახლოებით 12:00 საათზე მოხდა. სანამ სახლის მეპატრონეები მინდორზე მუშაობდნენ, სახლში უცნობი პირები შეიპარნენ და 34 ათასი ლარი მოპარეს.
სალმინაზ ბაირამოვამ აღნიშნა, რომ მან პოლიციას ყველაფერი უთხრა, თუმცა რეაგირება არ ყოფილა და პოლიცია ამ საქმის დაფარვას ცდილობს.
