Another advertisement
საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის სექტემბრის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს.
3 სექტემბერს, შეკრების მეორე დღეს ვილი სანიოლის გუნდმა საგურამოში 23 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა. ნაკრებს მხოლოდ გიორგი ქოჩორაშვილის აკლდა, რომელიც გუნდს დღეს შეუერთდება.
ეროვნული გუნდი ერთა ლიგაზე ორ მატჩს გამართავს. 7 სექტემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ნაკრები ჩეხეთს უმასპინძლებს. 10 სექტემბერს კი ტირანაში, ჩვენი გუნდის მეტოქე ალბანეთის ეროვნული ნაკრები იქნება.