Another advertisement
რეგიონებში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ღონისძიებები გრძელდება. დღეს ღონისძიება კიდევ ორ რეგიონში – გარდაბანსა და გორში გაიმართება.
„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ღონისძიება გუშინ წალკაშიც ჩატარდა. მსმენელისთვის მუსიკალური ნომრები სალომე ბაკურაძემ, თიკა მახალდიანმა, მირზა მოდებაძემ და ბენდმა შეასრულეს. მუსიკოსების სათქმელი კვლავ ერთია – „კეთილდღეობით, მშვიდობითა და ღირსების დაცვით ევროპისკენ!“.