This is a specific ad

პოლონეთმა ავიაცია კვლავ მზადყოფნაში მოიყვანა

65

Another advertisement

დღეს დილით, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით მორიგი სარაკეტო შეტევა განახორციელა. ამის გამო, პოლონეთმა ავიაცია კვლავ მზადყოფნაში მოიყვანა. ამის შესახებ ინფორმაციას პოლონეთის ოპერატიული სარდლობა ავრცელებს.

პოლონელმა სამხედროებმა მოსახლეობა გააფრთხილეს, რომ ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, საჰაერო სივრცეში პოლონეთისა და მოკავშირეთა სამხედრო თვითმფრინავების ფრენების გამო, ხმაური იყო მოსალოდნელი.

„დღეს ღამით, რუსეთის შორს მანძილზე მოქმედი ავიაციის ინტენსიური მოქმედებები შეიმჩნეოდა, რაც უკრაინის მიმართულებით შეტევების განხორციელებასთან არის დაკავშირებული. ბოლოს, რუსეთის შორ მანძილზე მოქმედი ავიაციის ასეთი გააქტიურება 27 აგვისტოს დაფიქსირდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

მაშინაც, პოლონეთმა ავიაცია მზადყოფნაში მოიყვანა.

Kateqoriya: Dünya, Maraqlı
Sonrakı yazı
1 სექტემბრიდან ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობის წესებში ცვლილება შედის – რა უნდა იცოდეთ
Öncəki yazı
ზელენსკიმ რუსული საავიაციო სფეროს წინააღმდეგ სანქციებს ხელი მოაწერა