This is a specific ad

საკონსტიტუციო სასამართლოში, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის წინააღმდეგ სარჩელების განხილვა დაიწყო

33

Another advertisement

საკონსტიტუციო სასამართლოში, ამ წუთებში, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელების განხილვა მიმდინარეობს. საქმეს სასამართლოს პლენუმი განიხილავს. მოსარჩელე მხარეები პრეზიდენტი, არასამთავრობოები და ოპოზიციონერი დეპუტატები არიან.

მათი მთავარი მოთხოვნა, კანონის გაუქმება და სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე, სადავოდ გამხდარი ნორმების შეჩერებაა. მოსარჩელე მხარე თვლის, რომ კანონის მიღება კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს ეწინააღმდეგება.

“ვიმსჯელებთ სადავო ნორმების კონსტიტუციით დაცულ უფლებებთან მიმართებით და ასევე, გვექნება მსჯელობა იმ შუამდგომლობების ირგვლივ, რომლებიც ამ ეტაპზე დაყენებული აქვთ მხარეებს,”- განაცხადა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი თევდორაშვილმა.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
„გაგზავნილი წიგნებით მეცადინეობდა საკანში“ – სოსო გოგაშვილმა ციხიდან უნივერსიტეტში, 100%-იანი გრანტით ჩააბარა
Öncəki yazı
მთავრობის გადაწყვეტილებით, არასტანდარტული ვაშლის მოსავლის დაბინავების ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო პროგრამა განხორციელდება