საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პრემიერმინისტრის თანამდებობაზე მემარცხენე “ახალი სახალხო ფრონტის” ალიანსის კანდიდატის, ლუსი კასტეს დანიშვნაზე უარიგანაცხადა და თქვა , რომ ეს იქნება საფრთხე “ინსტიტუციური სტაბილურობისთვის”.
მაკრონმა თქმითვე, სამშაბათს ახალი მოლაპარაკებები დაიწყება პრემიერმინისტრის მოსაძებნად, მემარცხენე პარტიებში კი მის განცხადებას კრიტიკა მოჰყვა, გაჟღერდა მოთხოვნები ქუჩის პროტესტზე, პრეზიდენტის იმპიჩმენტზე.
მაკრონმა მოლაპარაკებები გამართა ახალ მთავრობასთან დაკავშირებით მას შემდეგ, რაც ივლისის არჩევნებმა მემარცხენე ალიანსს მისცა ყველაზე მეტი ადგილი პარლამენტში, მაგრამ არა საკმარისი სამართავად.
ივლისის არჩევნების შედეგებით, 577-ადგილიან ეროვნულ ასამბლეაში მემარცხენე “ახალმა სახალხო ფრონტმა” 190-ზე მეტი ადგილი აიღო, მეორე ადგილზეა მაკრონის ცენტრისტული ალიანსი დაახლოებით 160 ადგილით, მესამე ადგილზე მარინ ლე პენის ხელმძღვანელობით მემარჯვენე “ეროვნული გაერთიანება” 140 მანდატით.