Another advertisement
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ აბედათში, 60 წლამდე კაცი მეზობელმა სანადირო თოფით მოკლა.ადგილობრივის ცნობით, მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. მომხდარის სხვა დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.