This is a specific ad

ხვიჩა კვარაცხელია „ბოლონიასთან“ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს

28

Another advertisement

ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს ახალ სეზონში „სტადიო მარადონაზე“ გამართული პირველივე შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

„ნაპოლიმ“ იტალიის ჩემპიონატში „ბოლონიას“ უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა, რაშიც ქართველმა ფეხბურთელმა გადამწყვეტი როლი ითამაშა – მის მიერ შესრულებული გადაცემით ანგარიში ნეაპოლელთა კაპიტანმა, ჯოვანი დი ლორენცომ გახსნა, 75-ე წუთზე კი ხვიჩამ თავადაც გაიტანა.

იტალიის ჩემპიონატის პარტნიორმა ტელეკომპანია DANZ-მა და სხვა წამყვანმა გამოცემებმა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ კვარაცხელია დაასახელეს.

სპორტულმა პორტალმა, Flashscore-მა საქართველოს ნაკრების ლიდერის თამაში 8,9 ქულით შეაფასა, Sofascore-მა – 9,2 ქულით, ხოლო Whoscored-მა თითქმის იდეალური შეფასება – 9,8 ქულა დაუწერა.

Kateqoriya: İdman, Maraqlı
Sonrakı yazı
კახეთის გზატკეცილზე აღიმართება ერეკლე მეორის ძეგლი, ჩვენი ვალია, სათანადო პატივი მივაგოთ საქართველოს ისტორიას და ყველა გმირს – ირაკლი კობახიძე
Öncəki yazı
უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული – კიევში მეტროს მუშაობა შეიზღუდა