This is a specific ad

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული – კიევში მეტროს მუშაობა შეიზღუდა

61

Another advertisement

“უკრენერგომ” უკრაინაში ელექტროენერგიის საგანგებო გათიშვის რეჟიმის ამოქმედების განკარგულება გასცა. ამის შესახებ უკრაინის უმსხვილესი ენერგოკომპანია  DTEK-ი იტყობინება. უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული.

მანამდე კიევის ზოგიერთ რაიონში მოხდა ელექტროენერგიის შეწყვეტა დედაქალაქის ხელისუფლების განცხადებით, ეს გამოწვეულია უკრაინულ ენერგეტიკულ ქსელში არსებულ ვითარებასთან.

ელექტროენერგიის გათიშვის გამო, კიევში შეფერხდა წყალმომარაგებაც. ამის შესახებ ქალაქის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა. მისი თქმით, წყალმომარაგების პრობლემაა დედაქალაქის მარჯვენა სანაპიროზე შეიქმნა.

კიევის მეტროს ნაწილი მუშაობას აგრძელებს, მეტროსადგურები “არსენალნაია” და “ხრეშჩატიკი” მხოლოდ თავშესაფრის რეჟიმში მუშაობენ. საჰაერო განგაშის პერიოდში შეწყვეტილია გადაადგილება მეტროს მიწისზედა მონაკვეთებზე.

Kateqoriya: Dünya, Maraqlı
Sonrakı yazı
ხვიჩა კვარაცხელია „ბოლონიასთან“ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს
Öncəki yazı
1000-ზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს ახლად აშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცემა – ირაკლი კობახიძე