Another advertisement
ვოლოდიმირ ზელენსკიმ რეჟისორ სერგო ფარაჯანოვს უკრაინის ეროვნული ლეგენდის წოდება მიანიჭა.
შესაბამისი მედალი კიევის თეატრალური, მუსიკალური და კინოხელოვნების მუზეუმს გადაეცა.
სერგო ფარაჯანოვი (1924 – 1990) წარმოშობით სომეხი საბჭოთა რეჟისორია. კარიერის სხვადასხვა ეტაპზე მუშაობდა როგორც უკრაინისა და საქართველოს, ისე სომხეთის კინოსტუდიებში. ცხოვრების დიდი ნაწილი გატარებული აქვს თბილისში, თუმცა რეჟისორმა კინოში პირველი ნაბიჯები სწორედ კიევში გადადგა.
უკრაინაში ფარაჯანოვს რამდენიმე ფილმზე, მათ შორის დავიწყებულ წინაპართა ჩრდილებზე აქვს ნამუშევარი. სურათი უკრაინული კინოს კლასიკად ითვლება.
2024 წლის დასაწყისში უკრაინის პროკურატურამ “მამათმავლობისთვის” გასამართლებული ფარაჯანოვი უდანაშაულოდ ცნო და რეჟისორი სრულად რეაბილიტირდა.