This is a specific ad

საგანგებო სიტუაციების სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

78

Another advertisement

მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დაანთოთ ცეცხლი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვოთ ცეცხლის კერები უყურადღებოდ, – ამის შესახებ ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში, მოქალაქეებმა დაუყოვნებლივ უნდა დარეკონ „112“-ში.

„გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მომავალი დღეების განმავლობაში როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ტემპერატურის მატება, რის გამოც იზრდება ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დაანთოთ ცეცხლი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვოთ ცეცხლის კერები უყურადღებოდ. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს თვითაალება შეუძლიათ, შესაბამისად, ნუ დაანაგვიანებთ გარემოს. დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში კი დაუყოვნებლივ დარეკეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში“, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
აშშ-ს არ სჭირდება დონალდ ტრამპის კიდევ ოთხი წლით პრეზიდენტობა, არ გვჭირდება კიდევ ოთხი წელი ხმაური, აურზაური და ქაოსი – ობამა
Öncəki yazı
4 მლნ-ზე მეტი მგზავრი და 28%-იანი ზრდა – როგორია საქართველოს აეროპორტების მგზავრთნაკადის სტატისტიკა