This is a specific ad

რუსეთში YouTube-ი აღარ იხსნება – მედია

58

Another advertisement

რუსეთის ტერიტორიაზე YouTube-ის საიტი და აპლიკაცია აღარ იხსნება, – ინფორმაციას Meduza ავრცელებს.

გამოცემა საიტებისა და სერვისების მუშაობის მონიტორინგის საიტზე დაყრდნობით იუწყება, რომ ვიდეო ჰოსტინგის მუშაობასთან დაკავშირებით, მოსკოვის დროით 11:20 საათისთვის, 5 ათასზე მეტი საჩივარი დაფიქსირდა. საჩივრების უმეტესობა კი, 21 პროცენტი, მოსკოვიდან იყო.

Downdetector-ის სერვისის მასალების თანახმად, YouTube-ის მუშაობის შეფერხება სხვა ქვეყნებში არ დაფიქსირებულა.

Meduza-ს ინფორმაციით, რუსეთში, ბოლო კვირების განმავლობაში YouTube-ი შეფერხებით მუშაობდა. გამოცემის წყაროს ცნობით, ეს გამოწვეულია ხელისუფლების გადაწყვეტილებით, შეანელონ ვიდეო ჰოსტინგის მუშაობა. მისი თქმით, რუსეთის ხელისუფლებამ ქვეყნის ყველა მსხვილ სატელეკომუნიკაციო ოპერატორს, რომ გეგმავენ, YouTube ვიდეოს სიჩქარე 128 კილობიტამდე წამში შეანელონ.

Kateqoriya: Dünya
Sonrakı yazı
Zaxarova: “Rusiya Tbilisi, Çxinvali və Suxumi arasında dialoqa kömək etməyə hazırdır”
Öncəki yazı
რა ეღირება საქართველო-ჩეხეთის თამაშის ბილეთები და როდიდან შეძლებთ შეძენას